ბიბლიოთეკა – „ეპიზოდი”

ბიბლიოთეკები – ადამიანის შეუფასებელი ცოდნის უძვირფასესი საგანძურის საცავებს წარმოადგენდნენ კაცობრიობის სვე-ბედნიერი ისტორიის ყოველ დროში. ადრეული ეპოქებისაგან განსხვავებით, საბედნიეროდ, ისინი მრავლად გვხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) დღეისათვის, ერთ-ერთ უძველეს მოქმედ კერძო ბიბლიოთეკად, სინაის ნახევარკუნძულზე განთავსებული სინის წმინდა ეკატერინეს მონასტრის წიგნთსაცავი მიიჩნევა. იგი ჯერ კიდევ VI საუკუნეში იქნა გახსნილი და მას შემდეგ, იქ არსებული უნიკალური ბიბლიოთეკით მხოლოდ ადგილობრივ სასულიერო პირებსა და მათ მიერვე მოწვეულ სტუდენტებს შეუძლიათ სარგებლობა. ფართო აუდიტორიისათვის იგი ყოველთვის დახურულია. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში ფუნქციონირებადი ბიბლიოთეკა ვატიკანის დიდებული ბიბლიოთეკის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს რელიგიური მასალებისა და რელიგიური ლიტერატურის მოცულობითი სიდიდით.

რაც შეეხება ყველაზე ძველ დღემდე მოქმედ საჯარო ბიბლიოთეკას, იგი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზშია განთავსებული. „საფრანგეთის ეროვნული ბიუბლიოთეკა” სათავეს 1368 წლიდან იღებს. მაშინ მას ლუვრის ძვირფას სასახლეში ედო ბინა. უკანასკნელი 700 წლის განმავლობაში ამ დიდებულმა ბიბლიოთეკამ რამდენჯერმე გამოიცვალა ადგილსამყოფელი.

ცნობისათვის, აქვე გეტყვით, რომ დოკუმენტურად დადასტურებულ პირველ ბიბლიოთეკარად, რასაც უამრავი ისტორიული წყარო მოწმობს, ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებში მოღვაწე – ზენოდოტე ეფესოელი მიიჩნევა. თავისი მოღვაწეობა მან ალექსანდრიის უნიკალურ ბიბლიოთეკაში დაიწყო და მასვე მიუძღვნა საბოლოო ჯამშიც. – (ავტორი გენია.ჯი)

ზენოდოტე

სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერი

„საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>