ჟან-პოლ სარტრი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის „ფილოსოფიური სამყაროს როკ-ვარსკვლავად” წოდებული დიდი ფრანგი ფილოსოფოსი – ჟან-პოლ სარტრი (1905-1980 წლები), ვინაც თავის დროზე უარი განაცხადა ნობელის პრესტიჟული პრემიის მიღებაზე, ყოველდღიურად შემდეგი სახის რაციონით კმაყოფილდებოდა – ორი კოლოფი სიგარეტი, თამბაქოთი გაწყობილი რამდენიმე ყალიონი რამდენიმევე ლიტრ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად (მათ შორის არ ერიდებოდა არც ღვინის, არც ვისკის, არც არყისა და არც ლუდის მოხმარებას). თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან, რასაც სარტრის პირადი ბიოგრაფი – ანა კონენ-სოალი გვამცნობს ჟან-პოლის ყოველდღიური რაციონის შესახებ. მისი მტკიცებით, ფრანგი ფილოსოფოსი ასევე ყოველდღიურად მოიხმარდა 15 მილიგრამ ამფეტამენს (ნარკოტიკს), 15 გრამ ასპირინს, უამრავ ბარბიტურატს, მცირეოდენ ყავასა და მცირე რაოდენობით ჩაის. მიუხედავად ეგზომ „დახუნძლული” ყოველდღიური რაციონისა, საბედნიეროდ, სარტრმა 75 წლამდე მაინც იცოცხლა. თუმცა კი, ძლიერ ტანჯავდა ნარკოტიკების მასიური მოხმარების შედეგად გამოწვეული საშინელი ჰალუცინაციები. – (ავტორი გენია.ჯი)