აგათა კრისტი წერდა…
„სწორედ რომ კოშმარია! სხვაგვარად ვერ დაარქმევ. დადიხარ ადამიანებს შორის, რომლებსაც იცნობ, უყურებ მათ სახეებს და უცებ სახეები იცვლება. ეს ის არ ყოფილა, ვისაც იცნობდი, ეს ვიღაც უცხო, სასტიკი ადამიანია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრია ამ ქვეყნად ცნობილი ადამიანი, მაგრამ ეს არაფერს ამტკიცებს. ბევრი ექიმი გადასულა ჭკუიდან. ბევრი მოსამართლე გადასულა ჭკუიდან”.
* * *
„არის ისეთი რამეები, რომელთა შესახებ მინდა ვიცოდე”.
* * *
„რაოდენ ცუდიც არ უნდა იყოს იყოს ფაქტები, მათ თვალი მაინც უნდა გავუსწოროთ, ანგარიში უნდა გავუწიოთ”.
* * *
„ნუთუ ადამიანობის ჩვეულებრივი გამოვლენა დანაშაულია?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ცდილობს, სიმართლეს თვალი დაუხუჭოს. ასეა ეს!”
* * *
„ხშირად ადამიანები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ თავად აღასრულონ მართლმსაჯულება. ასეთია ადამიანი ბუნებით”.
* * *
„ადამიანებო! შეწყვიტეთ ერთმანეთისთვის ტალახის სროლა!”
* * *
„არიან რელიგიური მანიით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც თავი უფლის იარაღად აქვთ წარმოუდგენილი”.
* * *
„თავი მაღლა ასწიეთ, ახალგაზრდებო! მომავალი თქვენ გეკუთვნით!” – (ავტორი გენია.ჯი)