კოლკატას შესახებ…
„ბრიტანული იმპერიის სასაფლაო” – ასეთი მრავლისმეტყველი ზედსახელით მოიხსენიებენ ისტორიკოსები დღემდე აღმოსავლეთ ინდოეთში განთავსებულ ერთ-ერთ უდიდეს ინდურ მეგაპოლის – კოლკატას. დასავლეთ ბენგალიის შტატის დედაქალაქს, რომელიც ადრეულ წლებში ბრიტანელ კოლონიზატორთა გავლენით – კალკუტად მოიხსენიებოდა. (ავტორი გენია.ჯი) განგის დელტაში არსებული ეს უმნიშვნელოვანესი ინდური ქალაქი ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც ტრამვაი ფუნქციონირებს. საყურადღებოა ისიც, რომ ტრამვაის ხაზი იქ ჯერ კიდევ 1902 წელს გაიყვანეს. ამ მხრივ, კოლკატას ტრამვაის ელექტრული სისტემა ყველაზე ძველია აზიაში. გარდა ამისა, სწორედ რომ კოლკატა იყო ის პირველი ქალაქი ინდოეთში, სადაც მეტროპოლიტენი იქნა გაყვანილი 1984 წელს; ქალაქი, რომელიც ბრიტანული კოლონიალიზმის ეპოქაში ინდოეთის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა, ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, რომელშიაც ეგრეთ წოდებული „ჩინური კვარტალია” განთავსებული. სხვა ინდურ ქალაქებში ასეთ რამეს ვერსად შეხვდებით; კალკოტაში, რომელსაც „ინდოეთის ინტელექტუალურ დედაქალაქადაც” მოიხსენიებენ ხშირად, ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობაა განთავსებული მსოფლიოში. წიგნების მაღაზიები იქ 1,5 კილომეტრ სიგრძეზეა ჩამწკრივებული; 1857 წელს კალკუტა იქცა იმ პირველ ქალაქად აზიაში, სადაც პირველი საერო უნივერსიტეტი იქნა გახსნილი. საერთო ჯამში, ამ უზარმაზარ მეგაპოლისში, რომლის მოსახლეობა 14 მილიონზე მეტი მაცხოვრებელია, 17 უნივერსიტეტი და ინსტიტუტია განთავსებული; გარდა ამისა, აღნიშნულ ქალაქში ფუნქციონირებს ინდოეთის უდიდესი ბიბლიოთეკა – „კოლკატას ეროვნული ბიბლიოთეკა” და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი – „Science City”. სხვათაშორის, კალკოტელ მოქალაქეებში ყველაზე მეტად ისეთი ინტელექტუალური თამაშია პოპულარული, როგორიც გახლავთ – ჭადრაკი; ქალაქის ზოოლოგიური პარკი – „ალიპორა”, ინდოეთის მასშტაბით ყველაზე ძველ ზოოპარკს წარმოადგენს. იგი გახნილი იქნა 1872 წელს და მის გახსნას თვით ინგლისის მეფე – ედუარდ VII დაესწრო.
ქალაქმა კოლკატამ სახელი არა მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ბაირაღით გაითქვა, არამედ სახელოვანი თანამოქალაქეებითაც. მაგალითად ისეთით, როგორიც გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი ნობელიანტი ინდოელი საზოგადო მოღვაწე – რაბინდრანათ თაგორი. – (ავტორი გენია.ჯი)