ლიუ ბუვეი – „ეპიზოდი”
ცინის ძველი ჩინური სამეფოს ფრიად ერუდირებული კანცლერი – ლიუ ბუვეი (ძვწ.ა.ღ-ით 290-235 წლები), ვინაც პირველმა გააერთიანა წინაიმპერიული ჩინეთის ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ძვ.წ.აღ-ით 239 წელს ავტორი გახდა ისეთი ცნობილი ენციკლოპედიისა, როგორიც გახლავთ – „ბატონი ლიუს გაზაფხულისა და შემოდგომის ანალები”. (ავტორი გენია.ჯი) საიმპერატორო კარზე ეგზომ დაწინაურებული სწავლული ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ მის მიერ შედგენილი ენციკლოპედია სრულად მოიცავდა ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ის კი არადა, მისი რწმენა აღნიშნულ საკითხში იმდენად მტკიცე გახლდათ, რომ მან ჯილდოდ ერთი კილოგრამი ოქროც კი დააწესა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ერთ სიტყვას დაამატებდნენ მასში ან გააპროტესტებდნენ ენციკლოპედიაში მოყვანილ თუნდაც ერთი სიტყვის სისწორეს. საყურადღებოა, რომ ჩინელი სწავლულის მიერ დაწესებული ჯილდო არავის ხვდომია წილად, რადგან არც ერთი ადამიანი არ გამოდგა ისეთი, ვინაც რაიმე ნაკლს უნახავდა ლიუ ბუვეის მიერ შედგენილ დიდებულ ენციკლოპედიას, სახელწოდებით – „ბატონი ლიუს გაზაფხულისა და შემოდგომის ანალები”. – (ავტორი გენია.ჯი)