კალაკაუა – „ეპიზოდი”
ჰავაის სამეფოს რიგით მე-7 მეფე – კალაკაუა (1836-1891 წლები), ვინაც ტახტზე ალკოჰოლიზმითა და ტუბერკულოზით დაავადებული ლუნალილოს გარდაცვალების შემდგომ ავიდა 1874 წელს, იმისათვის, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფი საკუთარი ხალხისა და კულტურისათვის როგორმე ესაშველა, იძულებული გახდა 1881 წელს ხანგრძლივ მსოფლიო ტურნეში გამგზავრებულიყო. (ავტორი გენია.ჯი) უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მიზნებისთვის უცხოეთში გამგზავრებული მეფე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია როგორც რიგ აზიურ ქვეყნებს, ასევე იგი სტუმრობდა ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი. აღნიშნული მოვლენიდან გამომდინარე, ჰავაის სამეფოს მეფე – კალაკაუა იმ პირველ მოქმედ მონარქად იქცა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მისდა უნებურად, დედამიწის გარშემო იმოგზაურა. – (ავტორი გენია.ჯი)