გვინეის რესპუბლიკა – „ეპიზოდი”

პოლიტიკურად ერთობ არასტაბილური გარემოს მქონე აფრიკულ სახელმწიფო – გვინეის რესპუბლიკაში, სადაც ხშირია სამხედრო გადატრიალებები და მასობრივი გაფიცვები, სადაც „დასავლური მედიცინა” 1974 წლამდე აკრძალული იყო, სადაც სპორტის ეროვნულ სახეობად – მაგიდის ჩოგბურთია მიჩნეული და სადაც ქვეყნის ტერიტორიის 60% ტყეებით არის დაფარული, მიუხედავად მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა, მაინც ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოს წარმოადგენს მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ სახელმწიფოში ელექტროენერგიის დეფიციტი განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. ქვეყნის პროვინციებზე რომ არაფერი ვთქვათ, შუქი თვით გვინეის დედაქალაქშიც კი გრაფიკით მიეწოდება მაცხოვრებლებს – დღეში სულ რამდენი საათით, ისიც მხოლოდ ადრეული დილითა და გვიან საღამოთი. ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება, გვინეის დედაქალაქ კონაკრის გარეუბანში განთავსებული გბესის აეროპორტია. და რადგანაც ქვეყანა მუდმივად განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს, ცოდნის შეძენას მოწყურებული მოსწავლეები და სტუდენტები სწორედ რომ გბესის აეროპორტს სტუმრობენ ყველაზე ხშირად საღამოობით, რათა აეროპორტის განათებით ისარგებლონ სწავლის შეძენის პროცესში. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ორად-ორი „საგნის” ჩაბარებაც კი ჰყოფნით. ეს „საგნებია” – „Microsoft Word” და „Microsoft Excel”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>