ქაშაპი – „ეპიზოდი”
ევროპისა და მცირე აზიის მტკნარ წყლებში ფართოდ გავრცელებულია კობრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ქვესახეობის თევზი – ქაშაპი, რომელსაც ერთი მეტად უჩვეულო და უნიკალური თვისება გამოარჩევს თავის თვისტომთაგან. (ავტორი გენია.ჯი) ზრდასრული ქაშაპები სიგრძით 80 სანტიმეტრამდე იზრდებიან, ხოლო წონით 8 კილოგრამს აღწევენ. თავის დროზე, ინდიელები მიიჩნევდნენ, რომ ისინი ქვებით იკვებებოდნენ, რადგან ამერიკის მკვიდრი მოსახლეები ვერც კი წარმოიდგენდნენ, ქვები, რომელთაც ქაშაპები პირის მეშვეობით მასიურად ეზიდებოდნენ რიგ სეზონებზე, წყლის ქვეშ საბუდრების მოსაწყობად თუ სჭირდებოდათ. ქვებისაგან აგებული ქაშაპთა ყველაზე დიდი (2 მეტრი სიმაღლის მქონე) საბუდარი, რომელიც ადამიანის მიერ იქნა აღმოჩენილი დღემდე, 10 000 ცალი ქვისგან იყო ნაგები და დიამეტრით 2 მეტრს შეადგენდა.
მას შემდეგ, რაც მამრი ეგზემპლარები სამშენებლო სამუშაოებს მორჩებიან, მდედრებში განაყოფიერების პერიოდი დგება. გაგიკვირდებათ და, ასეთ შემთხვევაში მდედრები სწორედ იმ მამრებს ანიჭებდნენ გასანაყოფიერებლად უპირატესობას, რომელთაც ყველაზე დიდი და კარგი „სასახლეები” ჰქონდათ აგებული. განაყოფიერების შემდგომ ეტაპზე მზრუნველი „მამა” რამდენიმე თვის განმავლობაში ზრუნავს ბუდის ქვებში დავანებულ კვერცხებზე. იგი არა მხოლოდ მტაცებლებისაგან იცავს თავის ნაშიერთ, არამედ საგულდაგულოდ წმენდს ბუდეს სილისგან და ასუფთავებს მას ყოველგვარი ნაგვისგან. – (ავტორი გენია.ჯი)