აითაზ ჰასანი – „ეპიზოდი”
2014 წლის 6 იანვარს „შაჰიდის ქამრით” შეიარაღებული თვითმკვლელი-ტერორისტი პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრას ლამობდა, რა დროსაც მას გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია იმავე სკოლის 14 წლის ასაკში მყოფმა მოსწავლემ - აითაზ ჰასანმა. (ავტორი გენია.ჯი) და რადგანაც ტერორისტმა სკოლაში, სადაც 2 000 მოსწავლე სწავლობდა, შესვლა და მის მიერ დასახული „გეგმის” განხორციელება აითაზის უმამაცესმა და ვაჟკაცურმა საქციელმა არ დაანება, მან მოქმედებაში უმალვე მოიყვანა „შაჰიდის ქამარი”, რასაც როგორც თვითმკვლელის, ასევე, სამწუხაროდ, ჰასანის დაღუპვაც მოჰყვა თან.
გმირულად დაღუპულ 14 წლის მოზარდს პაკისტანის ხელისუფლებამ „ორდენი სიმამაცისათვის” მიანიჭა სიკვდილის შემდგომ. თავად აითაზის მამამ – მუდჟაჰიდ ალიმ კი ჟურნალისტებთან შემდეგი სახის განცხადება გააკეთა თავისი გმირულად დაცემული ვაჟიშვილის შესახებ – „ჩემმა შვილმა საკუთარი დედა აიძულა, რომ დაეტირა იგი, მაგრამ მისი წყალობით ასეულობით დედა გადაურჩა თავიანთი შვილების დატირებასო”. – (ავტორი გენია.ჯი)