ძველ ბერძენ გენიოსთა ნაკვესები…
„არ მართებთ უცხო კაცებს სხვათა ცოლების ღირსებებზე საუბარი”. – ევბოიდე - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ის სახელმწიფოა უკეთესი, სადაც კანონებისა მეტად სჯერათ, ორატორებისა კი, ნაკლებად”. – ქილონი
* * *
„მეფემ რომ მშვიდობიანად მართოს ქვეყანა, ახლობლებს უნდა მიანიჭოს გულახდილობისა და აზრის გამოთქმის კანონიერი უფლება, ქვეშევრდომებს კი მთელი თავისი ძალისხმევით განარიდოს უსამართლობა”. – თეოპომპე
* * *
„ზომიერ პატივს დრო განადიდებს, ხოლო უზომოს, მიაჩუმათებს”. – თეოპომპე
* * *
„მტრის აოხრება ადამიანებს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე სამართლიანობის დაცვა”. – კლეომენე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სპარტა გადარჩა არა იმიტომ, რომ მეფეებმა იცოდნენ მართვა, არამედ იმიტომ, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ მორჩილება”. – თეოპომპე
* * *
„ბედნიერი იქნება ის მბრძანებელი, ვინც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება ხანდაზმული”. – თალესი
* * *
„კარგ მეფეს ყველგან და ყველაფერში მოთმინება მართებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი არა, რომ შეიძულონ”. – კლეომენე
* * *
„სათანადოდ აღზრდილი და მცოდნე ხალხი თავად ხვდება, რა გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი საგანგებო დროს”. – ლიკურგე
* * *
„აღმატებული რომ არ ვიყო, მაშინ ხომ მეფეც არ ვიქნებოდი”. – ლეონიდე – (ავტორი გენია.ჯი)