ფილიპე II მაკედონელი – „ეპიზოდი”
ძველი მაკედონიის მეფე და „დიდად” წოდებული ალექსანდრე მაკედონელის მამა – ფილიპე II მაკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 382-336 წლები), ვინაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის გაერთიანებას სისხლითა და მახვილით, მორიგ ლაშქრობაში მიემგზავრებოდა. გზად მის ლაშქარს ლეგენდად ქცეულ სპარტაზე უნდა გაევლო, რის გამოც ლაკედემონში მან შემდეგი შინაარსის მქონე წერილი გაგზავნა – „რანაირად გადავიარო თქვენს მიწაზე, მტრულად თუ მოყვრულადო”, – რაზეც სპარტელთაგან ერთობ ლაკონური პასუხი მიიღო: „არანაირად”. – (ავტორი გენია.ჯი)