ლუის კარერო ბლანკო – „ეპიზოდი”
1973 წლის 20 დეკემბერს მადრიდში მოკლული იქნა ფაშისტური იდეოლოგიის გულმხურვალე აპოლოგეტი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ლუის კარერო ბლანკო. ეს გახლდათ სწორედ ის პერსონა, რომელიც ქვეყნის პირსისხლიანი დიქტატორის – ფრანსისკო ფრანკოს უმთავრეს მემკვიდრედ სახელდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ბასკური სეპარატისტული ორგანიზაციის – „ETA”-ს წევრებს მთელი 5 თვის განმავლობაში გაჰყავდათ საიდუმლო გვირაბი იმ გზის ქვემოთ, რომელზედაც წესისამებრ ყოველთვის დადიოდა ყველასათვის საძულველი ბლანკო ეკლესიაში მესაზე დასასწრებად.
აფეთქება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომობილი, რომელშიაც ფრანკოს მემკვიდრე იჯდა, 20 მეტრ სიმაღლეზე აისროლა თავის „სახელოვან” მგზავრთან ერთად. შედეგად, ხალხმა მისთვის ეგზომ საძულველ ლუის კარერო ბლანკოს სიკვდილის შემდგომ, ირონიზირებული ხუმრობით – „პირველი ესპანელი ასტრონავტი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)