დიეგო მარადონა – „ეპიზოდი”

„ – რაღაც არა ვარ კარგად”.  – ეს გახლდათ „ფეხბურთის ღმერთად” წოდებული დიდი არგენტინელი ფეხბურთელის – დიეგო არმანდო მარადონას მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის წინ. 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევის შედეგად, სამწუხაროდ, სიცოცხლეს გამოეთხოვა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი. (ავტორი გენია.ჯი) მისმა გარდაცვალებამ არგენტინაში სამ დღიანი ეროვნული გლოვა გამოიწვია. დიეგოს სასოწარკვეთილი ოჯახის სურვილი იყო, რომ მარადონას დაკრძალვის ცერემონიას უახლოესი ადამიანების გარდა სხვა არავინ დასწრებოდა. ამ დროს კი, კერპად ქცეული სპორტსმენის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად უამრავი მისი თაყვანისმცემელი ემზადებოდა. ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელმაც ფეხბურთელის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა, სასაფლაოზე დიეგოს ცხედრის გადასასვენებლად ვერტმრენიც კი გამოჰყო, თუმცა შეთავაზებულ წინადადებაზე ოჯახისაგან უარი მიიღო. შედეგად, ასეულობით პოლიციელს უზარმაზარი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდა ფანატები, რომ თავიანთი კუმირის კუბოს არ მიახლოებოდნენ.

დიეგოს დასაფლავების შემდგომ ადგილობრივ პრესაში გავრცელდა სენსაციური ცნობა იმის შესახებ, რომ მარადონა გულის გარეშე მიაბარეს მიწას. ამასვე თავის წიგნში ადასტურებდა ერთ-ერთი არგენტინელი ექიმი, მწერალი და ჟურნალისტი – ნელსონ კასტრო. იგი ირწმუნებოდა, რომ მარადონას გული 500 გრამს იწონიდა, და ეს მაშინ, როდესაც სხვა ჩვეულებრივი ადამიანის გულის საშუალო წონა – 350 გრამს შეადგენს. მიზეზს ასეთი უცნაურობისა, დღემდე ვერ ხსნის მედიცინა. ოფიციალური ცნობებით, მარადონა გულის გარეშე იმიტომ დაკრძალეს, რომ მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებოდა და დაედგინათ ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>