ლიკურგე – „ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეული სპარტელი კანონმდებლისა და სახელმწიფო მოღვაწის – ლიკურგეს (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) უშუალო ინიციატივით, ქვეყანაში შემოღებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც სპარტელი გოგონები ვალდებულები იყვნენ ყოველგვარი მზითვის გარეშე დაქორწინებულყვნენ თავიანთ სატრფოებზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კანონის შემოღებამ ლაკედემონში დიდი გაკვირვება და ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობას სურდა გაეგო მიზეზი იმისა, რატომ უნდა გათხოვილიყვნენ სპარტელი გოგონები უმზითვოდ. ამიტომაც მოითხოვეს სპარტელებმა მისგან განემარტა, თუ რად გამოსცა ასეთი უცნაური კანონი. გენიალურმა სპარტელმა კანონმდებელმა თანამემამულეებს პასუხი არ დაუგვიანა და თავისი გადაწყვეტილება შემდეგი სიტყვით ახსნა: „ – იმიტომ, რომ ზოგიერთი სიღარიბის გამო არ დარჩეს გაუთხოვარი, ზოგიერთზე კი სიმდიდრის გამო არ დაქორწინდნენ. მამაკაცს უპირველეს ყოვლისა, ქალის ცხოვრების ნირი უნდა აინტერესებდეს და არჩევანიც მხოლოდ მისი კეთილშობილების მიხედვით უნდა გააკეთოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>