მარი-პოლინ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის გამორჩეულად საყვარელ დაიკოს – მარი-პოლინ ბონაპარტს (1780-1825 წლები), ვინაც უკიდურესად გაფეტიშებული ჰყავდა თავისი კარიერის პიკში მყოფ ძლევამოსილ ძმას, ერთი მეტად უჩვეულო და თავხედური თვისება გამოარჩევდა სხვათაგან. (ავტორი გენია.ჯი) ღრმა ფუფუნებასა და საამურ ყოფაში ჩაფლული პოლინა იმდენად გააამპარტავნა ბედის წაღმა ტრიალმა, რომ შემცივნებული ფეხების გასათბობად მართლაც რომ გასაოცარ მეთოდს მიმართავდა. როგორც ცნობილია, ბონაპარტის რჩეული დის განკარგულებაში ათეულობით მშვენიერი გარეგნობის მქონე ფრეილინა იმყოფებოდა. იმ პერიოდის საფრანგეთში „დეკოლტეებიანი” კაბები ერთობ მოდურ ტრენდს წარმოადგენდნენ, რის გამოც პრინცესა პოლინას ქვეშევრდომი გოგონებიც უმეტესწილად ასეთი კაბებით იმოსებოდნენ. და როდესაც მარი-პოლინ ბონაპარტს ფეხებზე შესცივდებოდა, იგი თავის შემცივნებულ ფეხებს ერთ-ერთ ფრეილინას დეკოლტეში ჩაუყოფდა ხოლმე და ასეთი თავხედური მეთოდით ითბობდა მათ. – (ავტორი გენია.ჯი)