თომა აკვინელი – „ეპიზოდი”
„სიცილიელი ხარი” – ასეთი ზედსახელი უწოდეს მაღალი შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს – თომა აკვინელს (1225-1274 წლები) მისმა თანამედროვეებმა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, თანაკურსელებმა. ცნობილი ფაქტია, რომ თომას ფრიად გავლენიანი ოჯახი და ძლევამოსილი სანათესაო რომის პაპების დაუძინებელი მტრები იყვნენ იმთავითვე, რის გამოც იგი იძულებული გახდა ღია კონფლიქტში შესულიყო მათთან. (ავტორი გენია.ჯი) აკვინელის ოჯახი განსაკუთრებით იმან განარისხა, რომ ყმაწვილმა თომამ დომინიკელთა ორდენში გადაწყვიტა გაწევრიანება. დომინიკელთა ორდენი კი მოგეხსენებათ, რომ რომის პაპებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. იმისათვის, რომ აკვინელი სასულიერო პირი არ გამხდარიყო და ხელი აეღო ჩანაფიქრის განხორციელებაზე, მისმა ოჯახმა ერთი მეტად უცნაური ქმედება განახორციელა: გარკვეული ხნის განმავლობაში თომა აკვინელი გამოკეტეს საგვარეულო კოშკში. თუმცა მარტო ის არა. მასთან ერთად კოშკში სპეციალურად გამოკეტილი იქნა ერთ-ერთი როსკიპი ქალიც. თომას ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ მშვენიერი გარეგნობის მქონე როსკიპი ქალი როგორღაც შესძლებდა კოშკში მასთან ერთად გამოკეტილი ყმაწვილკაცის ცთუნებას, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა…
კიოლნის უნივერსიტეტში სწავლის ჟამს, ეს თვინიერი ახალგაზრდა იშვიათად გამოხატავდა თავის აზრს. სამაგიეროდ, თავისი მოკრძალებული ბუნების გამო ხშირად ხდებოდა დაცინვის ობიექტი თანაკურსელებისგან. იმ თანაკურსელებისგან, რომლებმაც შეარქვეს კიდეც მას – „სიცილიელი ხარი”. მათგან განსხვავებით, აკვინელის მიმართ აბსოლუტურად სხვა შეხედულება გააჩნდა მის ერთ-ერთ პედაგოგს, ალბერტ „დიდად” წოდებულ თეოლოგს, რომელმაც თომას შესახებ შემდეგი სახის წინასწარმეტყველური რეპლიკა წარმოთქვა სტუდენტების თანდასწრებით: „ – თქვენ რა, მას მართლაც ხარს ეძახით? მე თქვენ გეუბნებით, ეს ხარი ერთ მშვენიერ დღეს ისე ხმამაღლა დაიღრიალებს, რომ მისი ხმა თვით სამყაროსაც კი დააყრუებსო”. – ალბერტი არც შემცდარა, რადგან გარკვეული ხნის შემდეგ სწორედ რომ თომა აკვინელი იქცა კათოლიციზმის ცენტრალური ფილოსოფიური მოძღვრების, იგივე – „თოიზმი”-ს ფუძემდებელი ის პერსონა, ვინაც კათოლიკურმა ეკლესიამ დიდი ზარ-ზეიმით შერაცხა წმინდანად. – (ავტორი გენია.ჯი)