ერნესტ ჰემინგუეი – „ეპიზოდი”
ნობელიანტი ამერიკელი მწერალი - ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები), ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე და მომხმარებელი ჯერ კიდევ სიყმაწვილის წლებში გახდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი თავადვე აღიარებდა, რომ სპირტიანი სასმელების სმას – 15 წლის ასაკში მიჰყო ხელი. საინტერესო და საკვირველია ის გერმოებაც, რომ ლიტერატორმა თავის ვაჟიშვილებს (მეორე ქორწინებიდან) – პატრიკსა და გრეგორს – 13 წლის ასაკში პირადად შეასწავლა და დააწყებინა ალკოლოლური სასმელების მოხმარება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამასაც კი იგი დაგვიანებულ პერიოდად მიიჩნევდა, რადგან ერნესტის მოსაზრებით, მამაკაცს სპირტიანი სასმელების მოხმარებისათვის ხელი არაუგვიანეს 12 წლის ასაკიდან უნდა მიეყო.
ალკოჰოლურ სასმელებზე ეგზომ შეყვარებულ ჰემინგუეის ჩვევად ჰქონდა „ბოლომდე დალევა” ანუ ბოლო ზღვრამდე გამოთრობა. ნაბახუსევზე თავის ტკივილის გამაყუჩებელ საუკეთესო საშუალებად კი იგი, ისევ და ისევ არაყზე დამზადებულ ალკოჰოლურ კოქტეილს – „სისხლიან მერი”-ს მიიჩნევდა. – (ავტორი გენია.ჯი)