დევიდ ნივენი – „ეპიზოდი”
73 წლის ასაკში მყოფი ოსკაროსანი ინგლისელი მსახიობი და მწერალი - დევიდ ნივენი ისეთ იშვიათ დაავადებას ემსხვერპლა, როგორიც გახლავთ – ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. (ავტორი გენია.ჯი) სახელოვანი თანამემამულის დაკრძალვის ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო. იმ ზღვა სამგლოვიარო გვირგვინებს შორის, რომლებიც დევიდის ხსოვნას მიუძღვნეს, ყველაზე დიდი სამგლოვიარო გვირგვინი ყველასდა გასაკვირად, ლონდონში განთავსებული ჰითროუს აეროპორტში დასაქმებულ მტვირთავებს ეკუთვნოდათ. მათ მიერ დევიდის ხსოვნისადმი მიძღვნილ უზარმაზარ სამგლოვიარო გვირგვინზე გაკეთებული წარწერა კი ყოველივეს ჰფენდა ნათელს: „საუკეთესოთა შორის საუკეთესო ჯელტმენს, რომელსაც-კი ჰითროუს აეროპორტით ოდესმე უსარგებლია. იგი მტვირთავებს აიძულებდა ნამდვილ მეფეებად ეგრძნოთ თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)