„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„თუ შენიანების ფასი არ იცი, მართლა საცოდავი ყოფილხარ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ადამიანები, წუმპისკენ რომ აქვთ მიდრეკილება”.
* * *
„ნუთუ, მართლა, არაფერი იკარგება? ნუთუ, მართლა, არავითარი კვალი არ იშლება? ნუთუ, შენც ისევე ახსოვხარ ყველას, ვისაც ოდესმე შეხვედრიხარ, როგორც შენ ისინი გახსოვს? ნუთუ, სხვებიც თავიანთ მოვალეობად თვლიან, არ დაგივიწყონ, არაფერი არ დაგიკარგონ?”
* * *
„ფრთხილთა დედანი არა სტირიან”.
* * *
„არიან ისეთებიც, სხვათა ნაკლოვანებების გამოჩხრეკაში რომ სულიერ ნეტარებას განიცდიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნამდვილადაც და დასანახადაც მაგარი უნდა იყო!”
* * *
„ქვეყანას პირს ვერ გაუკერავ”.
* * *
„გაიმარჯვებ თუ დამარცხდები, ეგ ბევრჯერ ვინიცობაზეც ჰკიდია, მთავარია, არ დასაპყრდე!”
* * *
„ზოგიერთი ერთი საუკუნით უკან ცხოვრობს”.
* * *
„ჩვენს წინაპართა ყველაზე დიდი მონაპოვარი, ჯერ, ეს მისი მიწაწყალია, რომელზედაც ხალხს თავისი კულტურა შეუქმნია. იოლი ხომ არ იქნებოდა, ამისთანა ედემის მოპოვება-შენარჩუნება?” – (ავტორი გენია.ჯი)