აშშ-ის სამოქალაქო ომი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩაღებული საშინელი სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას (1861-1865 წლები), ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობების შედეგად გაცილებით ნაკლები ჯარისკაცი იღუპებოდა, ვიდრე მუცლის ტიფისა და დიზენტერიის გამოისობით. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში, პრაქტიკულად, ომში მონაწილე ორივე დაპირისპირებული მხარის ჯარისკაცები იტანჯებოდნენ ამა თუ იმ ხარისხის – დიარეით (ფაღარათით). ის კი არადა, ფაღარათი იმდენად გავრცელებული ფორმა იყო სამხრეთელთა და ჩრდილოეთა არმიების ჯარისკაცებში, რომ მეომარმა მხარეებმა ერთგვარი „ჯელტმენური ღირსების კოდექსიც” კი მიიღეს ერთობლივად. აღნიშნული კოდექსიდან გამომდინარე, სამხრეთელი ჯარისკაცები არასოდეს არ იღებდნენ მიზანში და გამიზნულად არ კლავდნენ იმ ჩრდილოელ მოწინააღმდეგეებს და, პირიქით, ჩრდილოელები არ ესროდნენ იმ სამხრეთელ მეომრებს, რომლებიც ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში იმყოფებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)