ნინკასი – „ეპიზოდი”

შუამდინარეთში მაცხოვრებელ სამხრეთ მესოპოტამიის ერთ-ერთ უძველეს მოსახლეობაში – შუმერებში, იმთავითვე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ისეთი სახეობის მცირეალკოჰოლური არომატული სასმელი, როგორიც გახლავთ – ლუდი. (ავტორი გენია.ჯი) მათი დამოკიდებულება ამ შესანიშნავი სასმელისადმი იმაშიც კარგად ჩანს, რომ შუმერების ღმერთთა მითოლოგიურ პანთეონში ერთობ საპატიო ადგილი ეკავა ლუდის ღვთაებას, სახელად - ნინკასს. არქეოლოგთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად შუა მდინარეთში მრავლად იქნა აღმოჩენილი ძველ შუმერული თიხის დაფები, რომლებზედაც დატანილია ლუდის სადიდებელი ჰიმნები. აღნიშნული ჰიმნები ფაქტობრივად, სხვა არა არის რა, თუ არა ლუდის ხარშვის სხვადასხვა მეთოდები და მათი დამზადების რეცეპტები. ასეთი სტრუქტურით, ისინი თაობიდან თაობებს გადასცემდნენ ამ არომატული სასმელის დამზადების წესსა და რიგს. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ უძველეს შუმერულ საზოგადოებაში ქალებს ევალებოდათ თავიანთი ოჯახების ურუნველყოფა – ლუდითა და პურით. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>