ჯონ ბარდინი – „ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი – ჯონ ბარდინი (1908-1991 წლები) ერთადერთი ადამიანია ისტორიაში, ვინაც ორჯერ იქნა დაჯილდოვებული ფიზიკის დარგში ნობელის უპრესტიჟულესი პრემიით. (ავტორი გენია.ჯი) პირველად სწავლულს ნობელის კომიტეტმა 1956 წელს მიანიჭა საპატიო ჯილდო ტრანზისტორის გამოგონებისათვის. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე ფიზიკოსი თავის ერთ-ერთ ვაჟიშვილთან ერთად გამოცხადდა. ნობელის პრემიის გადაცემის მომენტში შვედეთის მეფემ – გუსტავ VI ადოლფმა, რომელსაც თურმე კარგად სცოდნია, რომ ბარდინის სამი შვილი ჰყავდა, ამერიკელ მეცნიერს უსაყვედურა სამივე შვილი რატომ არ დაასწრო მისთვის ეგზომ მნიშვნელოვან მოვლენას. თავის მხრივ, ფიზიკოსი გულწრფელად დაპირდა მონარქს, რომ შეცდომას უცილობლად გამოსაწორებდა და ნობელის პრემიით მორიგი დაჯილდოვების ჟამს, თან იახლებდა თავის სამივე შვილს. ჯონ ბარდინიმ გუსტავისათვის მიცემული პირობა 16 წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც სასწაულებრივად შეასრულა: 1972 წელს ამერიკელი სწავლული მეორეჯერაც დააჯილდოვეს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიით. დაჯილდოვებისას მას სამივე შვილი თან ახლდა მეფისადმი მიცემული პირობის შესაბამისად. – (ავტორი გენია.ჯი)