„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ასე უფრო ხშირად ხდება: ზოგს თავში მეტი უყრია, ვიდრე ჯიბეში!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეემთხვევა ხოლმე ადამიანს ისეთი საბედისწერო ამბავი, თან რომ გადაიყოლებს”.
* * *
„ – მომკალით და, ბანკირებისა არაფერი მჯერა!”
* * *
„მართლმსაჯულების მახვილს ფხა ყოველთვის ბასრი აქვს”.
* * *
„დრო ყველას ძვირად გვიღირს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზაფხულში გაციება უფრო ცუდია”.
* * *
„ბუნებამ ასე ჭკვიანი თავით თუ დაგაჯილდოვათ, ბატონო, როგორც თავად წარმოგიდგენიათ, რატომ საქმეს არ ადგეხართ?”
* * *
„როცა კაცს ხელოვნება სისხლში აქვს, იგი ყოველ ადამიანში თავისებური უცნაური ფორმებით ვლინდება”.
* * *
„ვისიმე შეუფასებლობა ისევე შორდება ჭეშმარიტებას, როგორც საკუთარ ძალასა და შეძლებაზე დიდი წარმოდგენა”.
* * *
„არიან ისეთი ადამიანები, რომელთაგან ერთნი გადაჭარბებული მორიდებულობის, ხოლო მეორენი კაცთმოძულეობის გამო საზოგადოებას გაურბის”. – (ავტორი გენია.ჯი)