უილ სმითი – „ეპიზოდი”
ფრენსის ლოურენსის მიერ 2007 წელს გადაღებული იქნა დღეისათვის ეგზომ პოპულარული ამერიკული პოსტაპოკალიფსური მხატვრული ფილმი, სახელწოდებით – „მე ვარ ლეგენდა”, რომელშიაც ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი დიდმა ამერიკელმა მსახიობმა – უილ სმითმა განასახიერა. (ავტორი გენია.ჯი) სმითის პერსონაჟის უსაყვარლეს და ერთგულ პარტნიორს კინოფილმში, როგორც ცნობილია, გერმანული ნაგაზი, სახელად – „ები” წარმოადგენდა. როგორც აღმოჩნდა, ამ უკანასკნელმა იმდენად შეაყვარა გადაღებების მიმდინარეობისას თავი უილს, რომ, როგორც კი ფილმზე მუშაობა დასრულდა, მსახიობმა მისი გამოსყიდვა მოინდომა მეპატრონისაგან. იმ მეპატრონისაგან, რომელსაც გარდა „ებისა”, კიდევ ჰყავდა რამდენიმე ძაღლი პირად საკუთრებაში. სმითი მზად იყო ნებისმიერი თანხა გადაეხადა თავისი პარტნიორის შესასყიდად, თუმცა მისი ნამდვილი მფლობელისაგან, რომელიც მართლაც რომ გულიანი „ძაღლთმოყვარე” აღმოჩნდა, სასტიკი და საბოლოო უარი შემდეგი სიტყვის თანხლებით მიიღო – „ჩემი ძაღლები – ჩემი შვილები არიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)