„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ან ნაკლები რამ უნდა ისურვოთ, ან მეტი ძალა უნდა გქონდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კარგი შვილები: აი, რა ამშვენებს ყველაზე მეტად დედას”.
* * *
„როცა კაცი ირწმუნება, ჩემდა უნებურად შევცოდეო, მაშინ მისდა უნებურადვე აიტანოს სასჯელიც”.
* * *
„დაე, მშიშრები გააცილონ მოთქმა-ვაებით, შენ, შვილო ჩემო, არ დაგიტირებ, რამეთუ ჩვენ სპარტელები ვართ!”
* * *
„კაცს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა ახსოვდეს თავისი ღირსება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ომში გამარჯვებულის სიკვდილიც კი ოლიმპიურ ასპარეზობაზე გამარჯვებულის სიცოცხლეზე უაღრესია”.
* * *
„სულაც არ არის აუცილებელი ის იკითხო, რაც თავადაც მოგეხსენება”.
* * *
„მართლაც ჰყავს კაცს ბევრი მეგობარი თუ არა, უბედურებით დასტურდება”.
* * *
„ყველაზე მეტად ის სახელმწიფო წყობაა მოსაწონი, სადაც დამსახურებისამებრ მიეგებათ ღირსეულებსაც და მზაკვრებსაც”.
* * *
„თავისუფლებას გონიერი კაცი არასოდეს დათმობს, ქვეყნის მთელი ქონებაც კი რომ შესთავაზონ”. – (ავტორი გენია.ჯი)