ლატვიის რესპუბლიკა – „ეპიზოდი”
„სოციალიზმის დაისის ქვეყანა” – ასეთი ირონიზირებული ზედსახელით მოიხსენიებდნენ ჩრდილოეთ ევროპაში განთავსებულ – ლატვიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას თავის დროზე რიგი ავტორები. მიზეზი კი ამისა, სხვა არა იყო რა, თუ არა – ლატვიის სსრკ-ს გერბი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული გერბის შექმნის პროცესში (1940 წელი) ლატვიელმა მხატვარმა – ართურ აპინისმა და გერბის შექმნაზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა ვერ გაითვალისწინეს ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ბალტიის ზღვა, რომელიც ერთი შეხედვით, ამომავალი მზის ფონზეა გამოსახული, ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს, რის გამოც მზე მისი მხრიდან არასოდეს არ ამოდის (ასე კი სურდათ წარმოედგინათ ლატვიის სსრ გერბის ავტორებს). პირიქით, ლატვიის ზღვა მზის დაისით უფროა ცნობილი, ვიდრე აისით. სწორედ ამის შედეგად უწოდეს ლატვიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ხუმრობით – „სოციალიზმის დაისის ქვეყანა”. – (ავტორი გენია.ჯი)