აბრაამ ლინკოლნი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი - აბრაამ ლინკოლნი (1809-1865 წლები), ცხოველების მოყვარული პერსონა გახლდათ. თუმცა, განსაკუთრებით მას მაინც ადამიანის ოთხფეხა მეგობრები – ძაღლები უყვარდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, აშშ-ის რიგით მე-16 მმართველს ჰყავდა კიდეც მისთვის უსაყვარლესი ძაღლი, რომელსაც თავის დროზე ლათინიზირებული სახელი – „ფიდო” შეურჩია (ითარგმნება როგორც – „ვენდობი”). მას შემდეგ, რაც აბრაამი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული, გასაგები მიზეზების გამოისობით, იგი იძულებული გახდა ვაშინგტონში თავისი საყვარელი არსების გარეშე გამგზავრებულიყო. „ფიდო”-ზე ზრუნვა კი ლინკოლნმა ილინოისის შტატის ქალაქ სპრინგფილდში მაცხოვრებელ თავისი ბავშვობის უახლოესი მეგობრის ოჯახს მიანდო.
1865 წლის 15 აპრილს აბრაამი ჯონ უილკს ბუთის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბედის ირონიით, ლინკოლნის საყვარელ ძაღლსაც თურმე ისეთივე აღსასრული ელოდა ძალადობრივი გზით, როგორიც მის პატრონს: მკვლელობიდან სულ რაღაც ერთიოდე წლის გასვლის შემდეგ, ფიდო ერთ-ერთმა მთვრალმა მოქალაქემ დანით მაშინ მოკლა დაუნდობლად, როდესაც ძაღლი მასთან გათამაშებას ცდილობდა.
ასე რომ, ლინკოლნიც და ფიდოც (პატრონიც და მისი ძაღლიც), სამწუხაროდ, ცივსისხლიანი მკვლელობის მსხვერპლნი შეიქნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
ფიდო