იოანე პავლე II – „ეპიზოდი”
კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი რომის პაპი, რომელიც მუსლიმანურ სალოცავს ეწვია და მეჩეთი მოილოცა, წმინდა პეტრეს ტახტზე ასული ეროვნებით პირველი პოლონელი პონტიფიკოსი – იოანე პავლე II (1920-2005 წლები) გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ რომის რიგით 264-ე პაპი ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების აქტიურ ინიციატორს წარმოადგენდა. ამ მიზნით იგი 2001 წელს დღეისათვის ნანგრევებად ქცეულ სირიას ესტუმრა. სწორედ მაშინ განახორციელა მან ისეთი ქმედება, რაც მანამდე რომის კათოლიკური ეკლესიის არც ერთ საჭეთმპყრობელს არ ჰქონია განხორციელებული: იოანე პავლე მეორემ სირიის დედაქალაქ დამასკოში არსებული ომაიანების მეჩეთი მოილოცა. ლოცვის დასასრულს კი, რომის პაპმა კიდევ უფრო განაცვიფრა მსოფლიო საზოგადოება, როდესაც მუსლიმანთა წმინდა წიგნს – „ყურანს” საჯაროდ სცა თაყვანი და ეამბორა. იოანე პავლე მეორემდე არც ერთ რომის პაპს არ გამოუჩენია ეგზომი თაყვანისცემა მუსლიმთა წმინდა წიგნის მიმართ. – (ავტორი გენია.ჯი)
იოანე პავლე II ეამბორება ყურანს