ბუზის საკლავი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ „ბუზის საკლავი ხელსაწყო” იმდენად სასარგებლო და დიდი დანიშნულების მქონე საყოფაცხოვრებო ნივთად არის მიჩნეული რიგ ქვეყნებში (ძირითადად აფრიკის ცხელ ქვეყნებში), რომ იგი ძალაუფლების ერთგვარ სიმბოლოდაც კი არის აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის – კენია და მალავი.
კენიის რესპუბლიკის პირველ პრემიერ-მინისტრს და შემდგომში პრეზიდენტს – ჯომო კენიატას, საზეიმო ცერემონიალებზე ყოველთვის ხელთ ეპყრა მასაის ხალხში ძალაუფლების ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებული ბუზის საკლავი. ასეთივე დამოკიდებულება გააჩნდა აღნიშნული ინსტრუმენტის მიმართ მალავის რესპუბლიკის ლიდერს – ჰეისტინგზ კამუზუ ბანდასაც, ვინაც ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში ბუზების გამანადგურებელი ანალოგიური ხელსაწყოთი. თუმცა, გარდა აფრიკული ქვეყნებისა, ძალაუფლების სიმბოლოდ ბუზის საკლავი ასევე მიჩნეულია პოლინეზიის ქვეყნებშიც. აი, ტაილანდში კი, იგი სულაც ერთ-ერთ სამეფო რეგალიას წარმოადგენს. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ „ფუე”-დ წოდებული ბუზის საკლავი ხელსაწყო გამოსახულია წყნარ ოკეანეში არსებულ ამერიკის სამოას დროშასა და გერბზე (იგი არწივს შუბთან ერთად უპყრია კლანჭებით), რაც თავისთავად, ბევრის მეტყველი ფაქტია. – (ავტორი გენია.ჯი)
ამერიკის სამოას დროშა