„დამაკვირდი”

„მგელს დაუნახავს, თუ როგორ შეექცეოდნენ მწყემსები ბატკანს ქოხში და მათთან მიახლოებულს აღმოხდომია: „წარმოგიდგენიათ, რა აურზაური ატყდებოდა, ეს რომ მე გამეკეთებინაო!” - პიტაკე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაფერში დაკვირვების უნარი და ყურადღებაა საჭირო და არა ბედ-იღბალი. განა უაზრობა არ არის, ვინმემ თიხა წყლით შეაზავოს და დატოვოს, იქნებ, ბედის წყალობით აგურებად იქცესო”.

* * *

„მეგობრობა მოითხოვს მშვიდ, მდგრად და უცვლელ ხასიათს.ამიტომაცაა იშვიათი და ძნელადმოსაპოვებელი ერთგული მეგობარი”. – პლუტარქე

* * *

„ზომიერი სიახლოვე მართებთ მოკვდავებს, სულის სიღრმეებს ნუ გახსნიან ისინი სხვისთვის”. – ევრიპიდე

* * *

„ბევრს ნუ ჩამოართმევ ხელს”. – პითაგორა – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დედამიწის გაქრობით მთელი სამყარო აირევა; იგივე მოხდება სახლშიც: საჭმელ-სასმელი თუ არ იქნა, აღარც კერიის ცეცხლი იქნება და აღარც კერია”. – თალესი

* * *

„ადამიანს აზროვნების უნარი ამაღლებს. ამით არის იგი ყველაზე გამორჩეული და სწორედ მისი წყალობით იმორჩილებს კიდეც ყოველიერს”. – პლუტარქე

* * *

„სასწავლს ვსწავლობ, საკვლევს ვიკვლევ, სასურველს კი ღმერთებს შევთხოვს”. – სოფოკლე

* * *

„სტუმარ-მასპინძლობა ყველაზე ამაღლებული და კაცთმოყვარული ურთიერთობაა ადამიანთა შორის”. – კლეოდორე

* * *

„საუკეთესოს ადვილად ვერასოდეს მოვიპოვებთ”. – პლუტარქე – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>