დამასკინოსი – „ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც ელადა გერმანელი ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული, ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეპისკოპოსი – დამასკინოსი (1891-1949 წლები), ერისკაცობაში – დიმიტრიუს პაპანდრეუ არ ერიდებოდა და საჯაროდ აცხადებდა, რომ მესამე რაიხის მიერ წარმოებული რასობრივი სეგრეგაციის საშინელი და ამორალური პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მართლმადიდებლობასთან და ბერძენი ხალხის ტრადიციებთან. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ეს ღვთისნიერი სასულიერო პირი მაქსიმალურ დახმარებას უწევდა გერმანელთა მხრიდან უკიდურესად შევიწროვებულ ებრაელებს. იმისათვის, რომ საბერძნეთში მაცხოვრებელი ებრაელები ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ დევნა-განადგურებისაგან, იგი მათ მოუწოდებდა მართლმადიდებლებად მოქცეულიყვნენ. შედეგად, დამასკინოსმა 1 400 ეთნიკურად ებრაელი დაიხსნა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში უეჭველი გაგზავნისაგან.

როგორც აღმოჩნდა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეპისკოპოსის ქმედებებს თვალ-ყურს საგანგებოდ ადევნებდა გერმანული გესტაპო. ერთ დღესაც, გესტაპოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დამასკინოსს დახვრეტით დაემუქრა კიდეც, თუ იგი არ შეწყვეტდა გერმანელთა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აქტიურობას. „ბერძენ რელიგიურ ლიდერებს არ ხვრეტენ, მათ ჩამოხრჩობის გზით სჯიან. ამიტომაც მე თქვენგან მოვითხოვ, პატივი სცეთ ამ ტრადიციასო”, – უპასუხია მაშინ ელადელ სასულიერო პირს.

საბედნიეროდ, დამასკინოსი დახვრეტასაც გადაურჩა და ჩამოხრჩობასაც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>