შვედეთის სამეფო – „ეპიზოდი”
სკანდინავიის ნახევარკუნძულზე განთავსებული შვედეთის სამეფოს ხელისუფლება იმთავითვე განასაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საზოგადოებასთან ურთიერთობაში ღიაობასა და გამჭირვალობას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის შედეგია ის, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ოფიციალურად მიმართოს შვედეთის საგადასახადო სამსახურს და მისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სხვა მოქალაქის საგადასახადო დეკლარაცია, ანუ დაადგინოს ამა თუ იმ პიროვნების შემოსავლების ზუსტი რაოდენობა. მოქალაქეს კი, ვისი შემოსავლებითაც დაინსტერესდნენ, საგადასახადო სამსახური უმალვე ამცნობს ყოველივე ამას და დეტალურ ინფორმაციასაც აწვდის იმ ადამიანის შესახებ, ვინაც მისი შემოსავლების დონით იქნა დაინტერესებული. – (ავტორი გენია.ჯი)