იუპიტერი – „ეპიზოდი”
ანტიკური ხანის რომაულ მითოლოგიურ ღმერთთა პანთეონში ისეთივე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჭექა-ქუხილისა და ელვის ღმერთს - იუპიტერს, როგორც ზევსს ელადულ ღმერთთა პანთეონში. (ავტორი გენია.ჯი) „ყველა ღმერთის მამად” მიჩნეულ ამ უზენაეს ღვთაებას რომაელების ცნობიერებაში ფართოდ ჰქონდა ფესვი გადგმული. მას სათანადო თაყვანს მიაგებდნენ, თუმცა ამასთანავე, შიშითაც ძრწოდნენ მის წინაშე. და, რადგანაც სწორედ იგი იყო ჭექა-ქუხილისა და ელვის ყოვლისშემძლე ღმერთი, რომაელები მიწას არასოდეს აბარებდნენ იმ მიცვალებულებს, რომლებიც მეხის დაცემის შედეგად გამოეთხოვებოდნენ წუთისოფელს. ასეთ შემთხვევაში ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მსხვერპლი თავად იუპიტერმა განგმირა.
მას, ვინც გაბედავდა და იუპიტერის „მსხვერპლს” მიწას მიაბარებდა, თავად სწირავდნენ მსხვერპლად იუპიტერს. – (ავტორი გენია.ჯი)