არისტიდე – „ეპიზოდი”
თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ დიდ ძველ ბერძენ მხედართმთავარსა და პოლიტიკოსს - არისტიდეს (ძვ.წ.აღ-ით 550-468 წლები), ვისაც თავისი უანგარობის გამო – „სამართლიანი” უწოდა მადლიერმა ხალხმა, იმთავითვე დაძაბული და, შეიძლება ითქვას, მტრული დამოკიდებულება გააჩნდა ისეთ სახელოვან თანამემამულე მხერდართმთავართან და პოლიტიკოსთან, როგორიც გახლდათ – თემისტოკლე. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ საერთო საქმეს დასჭირდა და, ეს ორი ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული მამულიშვილი ელადამ ერთად წარგზავნა დესპანების რანგში მეზობელ ქვეყანაში. მოლაპარაკების თემა იმდენად სერიოზული იყო, რომ არისტიდესა და თემისტოკლეს საკუთარ თავში ძალა უნდა გამოენახათ, პირადი მტრობა გვერზე გადაედოთ და დასახული ამოცანა ღირსეუალდ აღესრუელებინათ. მას შემდეგ, რაც სამშობლოზე ამაგდარი ბერძენი ელჩები სახელმწიფო საზღვარს მიუახლოვდნენ, არისტიდემ დიდებული სიტყვით მიმართა თავის პირად მტერს: „ – მოდი, თემისტოკლე, ჩვენი სიძულვილი საზღავრზე დავტოვოთ, ხოლო როდესაც დავბრუნდებით, თუკი ისურვებ, იგი ისევ ავიღოთო”. სიტყვით მიმართვის გონიერმა ადრესატმა არისტიდეს წინადადება დაუყონებლივ მიიღო, რამაც საბოლოო ჯამში, განაპირობა კიდეც წარმატებით დასრულებულიყო ამ ორი გულანთებული მამულიშვილის დიპლომატიური ვოიაჟი უცხო ქვეყანაში. – (ავტორი გენია.ჯი)
თემისტოკლე