ბელორუსული „სუკ”-ი – (ეპიზოდი)
ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომელიც სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის – „სუკ”-ის სტრუქტურული აპარატის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, პირველი 30 წლის განმავლობაში 15 ადამიანი ხელმძღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი მათგანი, ვინაც ახლადშექმნილ საბჭოთა ბელორუსის უშიშროების სამსახურს ჩაუყენა 1918 წლის 22 იანვარს სათავეში „რკინის ფელიქსად” წოდებულმა ფელიქს ძერძინსკიმ, პეტერბურგისა და ბერლინის რესტორნებში მზარეულად ნამუშევარი ანარქისტი-კომუნისტი – ვიქტორ იარკინი გახლდათ.
საინტერესო და საყურადღებოა ის გარემოება, რომ იმ 15 ხელმძღვანელიდან, რომლებიც პირველი 30 წლის მანძილზე განაგებდნენ ბელორუსული უშიშროების სამსახურს, 13 მათგანზე საბჭოთა მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. განაჩენის სახით სასამართლომ ცამეტივე ბრალდებულს სასჯელის უმაღლესი ზომა გამოუტანა და დახვრიტა კიდეც. მათ შორის იყო ბელორუსული „სუკ”-ის პირველი თავჯდომარე – ვიქტორ იარკინიც; ციხეს ვერც მეთოთხმეტე პერსონა ვერ გადაურჩა იმ თხუთმეტეულიდან, თუმცა იგი არ დაუხვრეტიათ. მიუხედავად ამისა, თავისი აღსასრული მანაც ციხის საკანში ჰპოვა. ამ ცხრლიში უკანასკნელი მეთხუთმეტე პერსონის ბედის შესახებ კი, რომელიც ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა თავის დროზე, 1939 წლის შემდეგ აბსოლუტურად არაფერია ცნობილი. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, ბელორუსიის „სუკ”-ის მე-16 ხელმძღვანელად დანიშნული იქნა ეროვნებით ქართველი გენერალ-ლეიტენანტი და ლავრენტი ბერიას ახლო მეგობარი – ლავრენტი ცანავა.
ვიქტორ იარკინი
ლავრენტი ცანავა