ჰაინრიხ ჰიმლერი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისა და ჰოლოკოსტის სასტიკი მოვლენების ერთ-ერთი არქიტექტორი - ჰაინრიხ ჰიმლერი (1900-1945 წლები), გაგიკვირდებათ და, ხელოვნების მოყვარულ პერსონად ხასიათდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თვითნასწავლი მოქანდაკე, ვინაც სათანადოდ აფასებდა ხელოვნებასა და კულტურას, ხშირად ჩუქნიდა საკუთარი ხელით ნაკეთებ სკულპტურებს ადოლფ ჰიტლერს. თავის მხრივ, ფიურერიც დიდად მოხიბლული გახლდათ ჰიმლერის სახელოვნებო ოსტატობითა და შემოქმედებით. ჰაინრიხის გატაცება და ინტერესი იმდენად მაღალი იყო აღნიშნული დარგის მიმართ, რომ პროფესიით აგრონომმა „სს”-ის ფუძემდებელმა პირადადაც კი მიიღო მონაწილეობა სამხატვრო ფაიფურის მწარმოებელი ფაბრიკის – „Porzellan Manufactur Allach”-ის დაარსებაში 1935 წელს.
ჰიმლერისა და ზოგადად რომ ვთქვათ, „სს”-ის არაოფიციალური მფლობელობის ქვეშ მყოფ ფაიფურის მწარმოებელ ფაბრიკაში უფასო მუშახელს დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები წარმოადგენდნენ. თუმცა-კი უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ ისინი უმაღლესი პროდუქტის წარმოებით გამოირჩეოდნენ. ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრებული მოწონებით აღნიშნულ საწარმოში ნაწარმოები ძალიან მაღალი კლასის პროდუქტი, მათ შორის, დეკორატიული და მხატვრული ფაიფურის ნიმუშები, მესამე რაიხის ელიტაში. შედეგად, ჰიმლერის ფაბრიკის ნაწარმი ფართოდ იყო წარმოდგენილი ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელ პირთა და გერმანელ არისტოკრატთა ოჯახებში. სხვათაშორის, სწორედ რომ „Porzellan Manufactur Allach”-ის ფაბრიკის გასნის დროს წარმოთქვა გერმანელმა მხატვარმა და „სს”-ის ოფიცერმა – კარლ დობიჩმა თავისი ცნობილი სიტყვა – „ერი არსებობს მანამ, სანამ ცოცხალია მისი კულტურის მტკიცებულებანი. – ფიურერის ეს სიტყვები – კულტურული დევიზია ჩვენთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყველაფერს, რასაც კი ვაკეთებთ, გულდასმით გამოიკვლევენ ისინი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვლიან. და ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენმა შემდგომმა თაობამ ცუდად შეაფასოს ჩვენი ნამუშევარი”.
ჰაინრიხ ჰიმლერის „მზის ჩასვენებამ” მის მიერ ოდესღაც გახსნილ ფაიფურის მწარმოებელ ფაბრიკაში მუშაობის პროცესი შეწყვიტა 1945 წელს. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ფაბრიკაში დამზადებული სკულპტურები და ჭურჭელი იშვიათადღა არის შემორჩენილი და ისინიც ერთობ ძვირად ფასობენ. – (ავტორი გენია.ჯი)