ეპამინონდა – „ეპიზოდი”
თავისი უბრალოებით გამორჩეული ერთ-ერთი უდიდესი ძველ ბერძენი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი – ეპამინონდა (ძვ.წ.აღ-ით 42-362 წლები), ვინაც ძლევამოსილ სპარტელებზე საარაკო გამარჯვებით გაითქვა სახელი, საშინლად ვერ იტანდა მსუქან ადამიანებს. განსაკუთრებით მაინც – მსუქან მეომრებს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ირწმუნებოდა, რომ მებრძოლები სხეულს უნდა ავარჯიშებდნენ არა მხოლოდ ასპარეზობისთვის, არამედ ომისთვისაცო. მისი მძაფრად უარყოფითი დამოკიდებულება სიმსუქნისადმი იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სახელოვანი მხედართმთავარი ასეთი ფიზიკური მონაცემების მქონე მებრძოლოებს თავისი ჯარის შემადგენლობიდან ყოველგვარი ცერემონიის გარეშე აძევებდა. ისტორიას შემორჩა ეპამინონდას მიერ საჯაროდ წარმოთქმული მეტად ცინიკური სიტყვა, რომელიც მან სიმსუქნის გამოისობით ლაშქრიდან გაძევებულ ერთ-ერთ მათგანს მიაძახა – „შენ, მეომარო! სამი კი არა, ოთხი ფარიც არ გეყოფა ისეთი ღიპის დასაფარად, რომლის გამოც საკუთარ გენეტალიებსაც კი ვერ ხედავო”. – (ავტორი გენია.ჯი)