ფლორენცია & პიზა
ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ფლორენციისა და პიზის რესპუბლიკებს შორის ხშირი იყო დაპირისპირებები. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, არც ფლორენციელები უშვებდნენ ხელიდან შანსს რაიმე სახის ვნება მიეყენებინათ პიზელებისთვის და პირიქით. თუმცა ამ ხრივ, ფლორენციელებს ერთგვარი უპირატესობა მაინც გააჩნდათ პიზელებზე. როგორც ცნობილია, ფლორენციაცა და პიზაც ერთი და იგივე იტალიური მდინარის – არნოს სანაპიროებზე გახლავთ გაშენებული. იმ მდინარისა, რომელსაც ორივე ქალაქისათვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ აქ სხვაობა ის გახლდათ, რომ პიზა არნოს ქვემო დინებაზე მდებარეობს, ფლორენცია კი ზემო დინებაზე. ეს კარგად უწყოდნენ ფლორენციელებმა. და რადგანაც კარგად უწყოდნენ, რომ მათ „მონასაქმებს” ფლორენციელთა მიმართ მტრულად განწყობილ პიზაში ჩაიტანდა მდინარის დინება, ისინი სპეციალურად და დიდი სიამოვნების ფონზე იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს არნოში. – (ავტორი გენია.ჯი)