სიმონა ვეილი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი და რელიგიური მოაზროვნე ქალი – სიმონა ვეილი (1909-1943 წლები), ვის ძმასაც სახელოვანი მათემატიკოსი – ანდრე ვეილი წარმოადგენდა, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას განსაკუთრებით განიცდიდა იმ გაუბედურებულ ადამიანთა ხვედრს, რომლებიც გერმანული კონცლაგერების ტყვეებად აქცია დაუნდობელმა ბედისწერამ. (ავტორი გენია.ჯი) იმ მიზნით, რომ, როგორმე თანაგრძნობა და თანადგომა გამოეხატა მათ მიმართ, სიმონამ გადაწყვიტა ზუსტად ისეთივე რაოდენობით მიეღო საკვები, როგორადაც კონცლაგერის ტუსაღები იღებდნენ ყოველდღიურ მცირე ულუფას. შედეგად, ვეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა ახლობელთა მხრიდან, შეეწყვიტა ფაქტობრივი შიმშილობა, სიმონა კვლავაც ამ მეთოდით აგრძელებდა კონცლაგერის ტყვეებისადმი თავის სოლიდარობისა და თანაგრძნობის გამოხატვას. საბოლოო ჯამში, მისმა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ფრანგი ფილოსოფოსი ქალი ნაადრევად მიიყვანა სიკვდილის პირამდე: უმნიშვნელო რაოდენობის საკვების მიღების შედეგად იგი გულის შეტევისაგან გარდაიცვალა 1943 წლის 24 აგვისტოს, რომელიც თავის მხრივ, შიმშილისაგან გამოწვეული ტუბერკულოზის შედეგი გახლდათ.
ასე შესწირა თავისი სიცოცხლე გაუბედურებული ადამიანებისადმი სოლიდარობასა და თანაგრძნობას ამ მართლაცდა სულმაღალმა ქალბატონმა – სიმონა ვეილიმ. – (ავტორი გენია.ჯი)