ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვერსად შეხვდებით ისეთ მშობელს, თავისი შვილი რომ არ მოსწონდეს ან მახინჯი ეჩვენებოდეს”.
* * *
„პირველობის მოხვეჭა დიდი საქმეა”.
* * *
„ – გამიგონია, სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომ სპილენძი ოქროდ უჩანს, სიღარიბე – სიმდიდრედ და წირპლი – მარგალიტადო”.
* * *
„შური იქით იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ამჟამად, ჩვენი ცოდვების გამო, ამ ქვეყნად სუფევს მხოლოდ სიზარმაცე, უქნარობა, სიხარბე და ანგარება”.
* * *
„წმინდა, ნატიფი და დახვეწილი ენით მხოლოდ განათლებული მოქალაქენი მეტყველებენ. საყოველთაო განათლება კი სხვა არა არის რა, თუ არა მართლმეტყველების ანბანი”.
* * *
„სულის დაღლილობა ხშირ შემთხვევაში სხეულის დაღლილობასაც იწვევს”.
* * *
„ბედის ხელმეორედ გამოცდა სახიფათოა”.
* * *
„ – მე თუ მკითხავთ, ბატონო ჩემო, ღარიბი იმას უნდა დასჯერდეს, რაცა აქვს, და ვარსკვლავებს არ წაეპოტინოს. ხომ გაგიგონია, ფეხი იქამდე გაჭიმე, სადამდისაც საბანი გაგწვდებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)