უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”
ახალგაზრდულ ასაკში მყოფმა დიდი ბრიტანეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა – უინსტონ ჩერჩილმა (1874-1965 წლები), ვინაც სანახევროდ ამერიკელს წარმოადგენდა (დედის მხრიდან), სანამ კლემენტინა ჰოზიერზე დაქორწინდებოდა, სამჯერ სთხოვა ხელი სამ სხვადასხვა გოგონას შეუღლების მიზნით. (ავტორი გენია.ჯი) პირველ ჯერზე მისი რჩეული ქალი – პამელა პლაუდენი გახლდათ. თუმცა ბრიტანელი სამხედრო ოფიცრის ქალიშვილმა 1900 წელს ჩერჩილის ცოლობაზე უარი განაცხადა. შემდეგი არჩევანი უინსტონმა ამერიკელ მსახიობ ქალზე – ეტელ ბერიმორზე შეაჩერა, მაგრამ მისგანაც პამელას მსგავსად, შეთავაზებულ წინადადებაზე თავაზიანი უარი მოისმინა. მესამე ჯერზე, ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობმა სასიძომ ხელი ერთობ მდიდარი მემკვიდრეობის მქონე ქალიშვილს – მიურიელ ელისონს სთხოვა 1904 წელს. შედეგი ისეთივე იყო, როგორიც წინა ორ შემთხვევაში. აი, მეოთხე მცდელობაზე კი, უინსტონს გაუმართლა: მის ცოლობაზე 1908 წელს თანხმობა განაცხადა გადამდგარი ბრიტანელი პოლკოვნიკის ქალიშვილმა – კლემენტინა ჰოზიერმა, ვისთან ერთადაც განვლო კიდეც მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება სრულ ცოლ-ქმრულ იდილიაში. – (ავტორი გენია.ჯი)
უინსტონ ჩერჩილი მეუღლესთან ერთად