მარკუს ავრელიუსი წერდა…
„იმის დასაკუთრებას ნუკი ცდილობ, რაც არ გეკუთვნის, არამედ კუთვნილთაგან ამოარჩიე უკეთესი და გულისხმაყავ, რას არ იღონებდი მის დასაუფლებად, უკვე რომ არ ფლობდე მას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ერთი რამ მაშფოთებს მხოლოდ: როგორ მოვიქცე, რომ არ ვყო ის, რაც კაცის ბუნებას არ სურს, და არ ვყო ისე, როგორც მას არ სურს”.
* * *
„დღეს იყავ წრფელი, ხვალ შეიძლება გვიანი იქნეს”.
* * *
„სიკეთისათვის არაფერს უნდა ზოგავდეს კაცი”.
* * *
„თუ მიიქცევი წარსულის ჭვრეტად და მოიხილავ, რამდენი სამეფო დაეცა და აღიგავა მიწის პირისაგან, შენ შესძლებ წინასწარ განჭვრიტო მერმისიც. მართლაც, ის წარსულის ზუსტი ასლი იქნება მხოლოდ, რადგან ვერაფერი ვერ დაარღვევს ჟამთასვლისა და ბედის ტრიალის დღევანდელ რიტმს. ამიტომ სულერთია, რამდენ ხანს უჭვრეტ კაცთა ცხოვრების ამაოებას, ორმოცი თუ ათი ათასი წლის განმავლობაში: რას ნახავ ახალს და ჯერ არნახულს? მიწის ნაყოფი მიწასავე მიუბრუნდება, ცის ნაშობი კი კვლავ შეერთვის ცათა სიწმინდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სხვას არ ვაკეთებინებ იმას, რისიც თავად მმართებს კეთება, არც ერთდროულად ვეჭიდები მრავალ საქმეს და გულგრილი ვარ შესმენისადმი”.
* * *
„თუ შენ დილით გეზარება ადრე ადგომა, მაშინ ასე შეაგონე შენსავე თავს: მე ვდგები, რათა აღვასრულო ჩემი კაცური საქმე!”
* * *
„ეჰ, რა აზრი აქვს მრისხანებას საგანთა მიმართ? იქნებ გგონია, ყურს გიგდებენ უსმი საგნები”.
* * *
„კეთილს იქმოდე და ავკაცის სახელი გერქვას, – არის ამაში რაღაც მეფური”.
* * *
„ღვაწლისმძლე ვარ და მცირედის მკმარი”. – (ავტორი გენია.ჯი)