ეჟენ დელაკრუა – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (1798-1863 წლები), ვინაც სიყრმის ასაკიდანვე მეგობრობდა – ალექსანდრე დიუმასთან, ბავშვობის ჟამს რამდენჯერმე კინაღამ შეეწირა რიგ მოულოდნელ გარემოებებს. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ჯერ იყო და, სამი წლის ასაკში მყოფი ეჟენი სასწაულებრივად გადაურჩა ცხენებისათვის განკუთვნილი საკვების ტომრით დახრჩობას. მეორე ჯერზე, მოზარდი დელაკრუას საწოლის ბადეს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა საბედნიეროდ, წინა შემთხვევის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც გადაურჩა იგი უცილობელ სიკვდილს; კიდევ უფრო მოგვიანებით, ეჟენი ქალაქ ბორდოში არსებულ მდინარე გარონაში ბანაობისას იხსნეს დახრჩობისაგან. ბოლოს კი, დელაკრუა მინერალური საღებავებით მოიწამლა, მაგრამ აქაც მისი სიცოცხლე ბეწვზე იქნა გადარჩენილი მედიკოსთა აქტიური ჩარევის შედეგად.
აი, ასეთი ფათერაკიანი ყოფილა თურმე დიდი ფრანგი მხატვარი ბავშვობის ჯადოსნურ ხანაში. – (ავტორი გენია.ჯი)