სსრკ-ფინეთის ომი – „ეპიზოდი”

1939 წლის 30 ნოემბერს ფინეთს თავს დაესხა საბჭოთა კავშირის არმიის ურდოები. იმის გათვალისწინებით, რომ უმამაცესი ფინური ჯარი რიცხოვნებით გაცილებით ჩამორჩებოდა თავდამსხმელთა უზარმაზარ არმიას და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისითაც ბევრად უფრო სუსტად გამოიყურებოდა მასთან შედარებით, სკანდინავიელებმა იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობ და ერთობ ცბიერ ხერხს მიმართეს დამპყრობელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. (ავტორი გენია.ჯი) ფინური ჯარის გონიერი სარდლობის გადაწყვეტილებით, ის ტერიტორიები, რომლებიც დიდი სისხლის ღვრის ფასად წითელი არმიის ხელში გადადიოდა, საგულდაგულოდ ინაღმებოდა ფინელი სამხედროების მიერ. მათ შორის, წინასწარ ინაღმებოდა საცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები, ჭები, ტყის მასივები, გზები… ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რისი დანაღმვაც კი შეიძლებოდა (გარდა მიცვალებულებისა).

ასეთი ცბიერი სამხედრო მეთოდი განუზომლად დიდ ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენდა საბჭოთა ჯარისკაცებზე: ისინი მორალურად საშინლად ითრგუნებოდნენ მათთვის განკუთვნილი სპეციალური „სიურპრიზების” გამოისობით. მოგვიანებით, დანაღმვების ანალოგიური მეთოდი წითელმა არმიამაც დანერგა თავის შემადგენლობაში და იგი ფართოდაც გამოიყენა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროთა განმავლობაში, რუსებს კიდევ უფრო „დაუხვეწავთ” ფინური დანაღმვის მეთოდი, რაც კარგად გამოჩნდა საუბედუროდ, თანამედროვე უკრაინის მაგალითზე. იმ მაგალითზე, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა, თუ როგორ არაადამიანურად ნაღმავენ ეს არაკაცები – მიცვალებულებსაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>