ოთარ ჭილაძე წერდა…
„ვისაც ჭკუა აქვს, ქვას უნდა იცემდეს თავში, ნემსის ყუნწში უნდა ძვრებოდეს, მშვიდობიანად რომ ჩაიაროს როგორმე, დავუშვათ, დღევანდელმა დღემ. შენს დროს თუ კიდევ იქნა რუკაზე საქართველო, ირწმუნე, მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილა და ამას გადაურჩენია მხოლოდ. რომ იცოდე, რამდენი ელოდება ჩვენს სიკვდილს, მოუთმენლად თუ მოთმინებით, მეზობელი თუ გადამთიელი – გაგიკვირდება, ან აქამდე როგორ მოვაღწიეთო. ერთი ფიქრი აქვს ყველას, როდის მოგვაყრიან მიწას, თავად რომ დაემკვიდრონ ჩვენი საფლავის ბორცვზე, პლასტმასის ყვავილებივით”.