თამაზ ჭილაძე წერდა…
„ნუთუ არ გაგიგიათ, რომ არსებობს პაწაწინა ჩიტი, ნიანგს კბილებიდან ხორცის ნარჩენებს რომ აცლის… და ამით არსებობს, ნიანგიც ჩიტს არაფერს ერჩის. ო, რა დიადია ბუნება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ მიყვარს, როცა ასაკით სპეკულანტობენ”.
* * *
„ანატომია ბედისწერაა”.
* * *
„შეიძლება, მე უფრო სხვა წარმოდგენა მაქვს ცხოვრებაზე, ვიდრე ის ნამდვილად არის”.
* * *
„ტყუილის მეშინია. მეზიზღება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ შენი თავი შენ თვითონვე არ დააფასე, სხვა უფრო არ დაგაფასებს”.
* * *
„რაც არ უნდა ჯილდო მოგცენ, არ გაგიკვირდეს. იცოდე, მისი ღირსი ხარ! თავმდაბლებს პატივს არ სცემენ. თავმდაბლობა გენიოსების თვისებაა, გენიოსები კი აღარ იბადებიან!”
* * *
„ის ქალები, რომელთაც შვილების გაზრდაზე ჯაფა არ დასდგომიათ, სიბერეს ადვილად ვერ ურიგდებიან. თუმცა გამუდმებით სარკის წინ სხედან, მაინც ვერაფერს ხედავენ. არც ნაოჭი, არც უცებ მომრავლებული ჭაღარა მათ არაფერს ეუბნება. სიბერე თითქოს მხოლოდ სხვებისთვისაა მოგონილი. ქათინაურები, ისინი რომ ხშირად ისმენენ, მათთვის პირდაპირი მნიშვნელობით ჟღერს. სიტყვის უკან არ იხედებიან, არც ცდილობენ, რომ გადაიხედონ. რისი დაჯერებაც უნდათ, იმას იჯერებენ”.
* * *
„ო, ავტორიტეტი დიდი რამ არის, დიდი!”
* * *
„მარტო ვტირი ხოლმე, როცა სულ მარტო ვარ”… – (ავტორი გენია.ჯი)