ოთარ ჭილაძის ნააზრევი…

„მე თუ მკითხავთ, თავად ადამიანობა მობეზრდა ადამიანს, არ გამოადგა, ვერ მოიხმარა როგორც თავად უნდოდა და სანაგვეზე მოისროლა ძველი ქუდივით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინმეს გადარჩენა, იმავე დროს თავის გადარჩენაცაა. უფრო მეტიც, ჯერ თავის გადარჩენაა და მერე ვინმესი”.

* * *

„ერთს რომ ხედავთ, მეორეც უნდა დაინახოთ”.

* * *

„ტყუილად არ არის ნათქვამი, ქალი ხელისგულზე დაისვი და თავზე თვითონ დაგაჯდებაო”.

* * *

„ბრიყვს მისი უბედურების მიზეზი ჭკვიანი ჰგონია, ღარიბს – მდიდარი, უსინდისოს – პატიოსანი, სოფლელს – ქალაქელი და ქალაქელს სოფლელი”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავად სიბრძნეს ასაკი არ მოაქვს, თორემ ყველა ასაკს თავისი განსაკუთრებული სიბრძნე ჰქონია”.

* * *

„განა მართლა წლობით იზომება ადამიანის ნამდვილი სიცოცხლე, ნამდვილი გრძნობა, ნამდვილი ურთიერთობა საერთოდ?! არა მგონია. ეს არაზუსტი და არასაიმედო საზომია – მერყევი, მატყუარა”.

* * *

„ჩვენც პანაშვიდი გვიდგას ახლა – მსოფლიო მისტირის საკუთარ ადამიანობას”.

* * *

„იშვიათად თუ წასულა ამ ქვეყნიდან ვინმე ერთხელ მაინც არ ეღალატოთ მისთვის”.

* * *

„ღვთის წყალობით, ლაპარაკზე უკეთ ალბათ წერა მეხერხება, რადგან ლაპარაკით, ამდენი ხანია, ვერავის ვერაფერი გავაგებინე, წერით კი, სხვას რომ თავი გავანებოთ, აქამდე ვინახავ ოჯახს და…”

* * *

„ნუთუ არ შეიძლება, მეც დამითმოთ ცოტაოდენი სითბო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>