პოლ დირაკი – „ეპიზოდი”

კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ინგლისელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი – პოლ ედრიენ მორის დირაკი (1902-1984 წლები), ერთობ გულჩათხრობილ, უტყვ და განმარტოებისაკენ მიდრეკილ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ლონდონის სამეფო საზოგადოების ნობელიანტი წევრი მეცნიერი ყოველთვის მოკლე და ლაკონური პასუხებით შემოიფარგლებოდა, რის გამოც მასთან დიალოგში შესვლა რთულ საქმედ მიიჩნეოდა. იგი მრავალსიტყვიერებით თავის სტუდენტებთან ურთიერთობაშიც არ იჩენდა თავს. ის კი არადა, იგი იმდენად მცირედმეტყველი გახლდათ, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში „ჩუმადობის” გასაზომი ერთეული, სახელოწდებით – „დირაკი” შემოიღეს ხუმრობით ხმარებაში: ერთი „დირაკი” – საათში ერთ სიტყვას უტოლდებოდა.

„პოლ დირაკი მართლაც რომ დიდი მეცნიერი გახლდათ, მაგრამ იმდენად უტყვი, რომ სტუდენტები მასთან საუბრის გაბმას ვერ ახერხებდნენ. მან მხოლოდ მოსმენა იცოდა კარგად. შედეგად, დირაკთან საუბრის დაწყების მცდელობას სტუდენტები დაკარგული დროის ტოლფასად მიიჩნევდნენო”, – იგონებდა მოგვიანებით ამერიკელი ფიზიკოსი – ვიქტორ ფრედერიკ ვაისკოპფი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>