ფრიდრიხ შილერი – „ეპიზოდი”
ფულის უკმარისობას ერთობ ხშირად განიცდიდა ცხოვრებაში გენიალური გერმანელი რომანტიკოსი პოეტი – ფრიდრიხ შილერი (1759-1805 წლები). მის მრავალრიცხოვან ოჯახს არ ჰყოფნიდა ის შემოსავალი, რომელსაც იენის უნივერსიტეტში გამოიმუშავებდა. (ავტორი გენია.ჯი) ფრიდრიხისათვის ჰონორარი ხელისუფლებისაგან დაბლოკილ საკუთარ შემოქმედებასაც არ მოჰქონდა. ამ დროს კი, შილერის კმაყოფაზე მეუღლის გარდა კიდევ ოთხი შვილი იმყოფებოდა (ორი ვაჟი და ორიც ქალიშვილი). შედეგად, იგი იძულებული იყო, ყოველდღიურად 14 საათის განმავლობაში თავაუღებლივ ემუშავა, რაც თავის მხრივ, მის ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითად აისახებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ავადმყოფობისაგან დაოსებული შილერი რამდენჯერმე ისე გადაიღალა, რომ ლექციის მიმდინარეობისას გული წაუვიდა და საკაცის გამოყენებით მოუხდა აუდიტორიის დაატოვება. მიუხედავად ამისა, ფრიდრიხი შეძლებისდაგვარად მაინც აქტიურად ცდილობდა განეგრძო შრომა. მის ზურგს უკან ხომ იდგა ოჯახი, რომელსაც ფრიდრიხის გარდა გამკითხავი არვინ არ ჰყავდა.
საბოლოო ჯამში, შილერი იმდენად დაუძლურდა, რომ კათედრაზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ნომინალური პროფესორის ფუნქციასღა ასრულებდა.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ფრიდრიხის გარდაცვალება განსაკუთრებით მაინც დანიელებმა მიიტანეს გულთან უფრო ახლოს, ვიდრე გერმანელებმა. როგორც აღმოჩნდა, მის შემოქმედებას დანიის სამეფოში უფრო სცემდნენ პატივს, ვიდრე მშობლიურ გერმანიაში. ამას ისიც ადასტურებს, რომ გერმანიისაგან განსხვავებით, შილერის ხსოვნისადმი პატივისმიგებისდა ნიშნად, სამი დღის განმავლობაში მთელი დანია სამგლოვიარო ცერემონიებს ჰქონდა მოცული. – (ავტორი გენია.ჯი)