ასურბანიფალი – „ეპიზოდი”
ასურეთის ლეგენდად ქცეული მეფე – ასურბანიფალი (ძვ.წ.აღ-ით 685-631 წლები), წიგნზე უზომოდ შეყვარებული მონარქი გახლდათ. მისი დამოკიდებულება წიგნისა და, ზოგადად რომ ვთვათ, ცოდნის შეძენის მიმართ, ასურელი მეფის მიერ ნინევიაში გახსნილი ბიბლიოთეკიდანაც კარგად ჩანს. (ავტორი გენია.ჯი) მეფის ცხოველმყოფადი ტრფობა წიგნებისადმი იმდენად მაღალი გახლდათ, რომ ამა თუ იმ ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, იგი, თავისი უნიკალური ბიბლიოთეკის შესავსებად საჭირო წიგნების მოძიებით კავდებოდა და მხოლოდ ამის შემდგომ სხვა მატერიალური კეთილდღეობების მოპოვებით. ნაალაფარი წიგნებით ასურბანიფალი დრო და დრო კიდევ უფრო ამდიდრებდა თავის ისედაც მდიდარ კოლექციას წიგნებისას. სხვას კი სტაცებდა მონარქი წიგნებს, მაგრამ თავად ძალიან უფრთხოდა მათ დაკარგვას. იმის შიშით, რომ მისი სახელოვანი ბიბლიოთეკიდან ოდესღაც წიგნებს მოიპარავდნენ, ასურელმა მონარქმა ერთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ასურბანიფალის უშუალო ინიციატივით, ბიბლიოთეკაში დაცული სხვადასხვა სამეცნიერო და ლიტერატურული ჟანრის ნაწარმოებების პაპირუსისა და თიხის ფირფიტებზე გაჩნდა ტექსტები, რომლებიც მათ მომპარავებს წყევლა-კრულვას უთვლიდნენ და ყველა ამქვეყნიურ სატანჯველს უწინასწარმეტყველებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
ბრიტანეთის მუზეუმში დაცული „ასურბანიფალის ბიბლიოთეკის” ნაწილი